CTS საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

23 ივნისი 2017

23 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის  ბათუმის ტურიზმის სკოლაში ჩატარდა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა, სადაც სტუდენტებმა წარადგინეს ტურიზმის სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგები და მათი ანალიზი შემდეგ თემებზე:

 

  • აჭარის ტურისტული ბრენდინგი - ბრენდის დესტინაციის ანალიზი;
  • აჭარა - ოთხივე სეზონზე ვიზიტირებადი დესტინაცია: არსებული რეალობა, შესაძლებლობები და მომავალი;
  • მსოფლიო ბრენდები აჭარაში;
  • არამატერიალური კულტურის როლი აჭარის, როგორც დესტინაციის გაძლიერებაში;
  • ტურიზმის განვითარების თანამედროვე მეთოდები განვითარებულ (დასავლურ) ქვეყნებში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო დასავლური პრაქტიკები ტურიზმის მიმართულებით;
  • აჭარული სამზარეულოს მარკეტინგი;
  • საერთაშორისო ხუთვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმროების წვლილი აჭარის ტურიზმის განვითარების მიმართულებით;
  • MICE ტურიზმის შესაძლო როლი კურორტ ბათუმის სეზონურობის დაძლევის პროცესში.

 

საბაკალავრო  ნაშორმები შეაფასეს ვიცე პრეზიდენტმა სამეცნიერო დარგში - შალვა მაჭავარიანმა, ტურიზმის სკოლის აკადემიური პროგრამების დირექტორმა - დიკო კოპალეიშვილმა და აჭარის ტურიზმის მრჩეველთა რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ - მელორ მშვიდობაძემ.