CTS-ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

24 მაისი 2022

24 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა.

 

კომისიის გადაწყვეტილებით შეირჩა ორი საუკეთესო კვლევითი ნაშრომი:

 

I ადგილი - მარიამ სტეფნაძე თემით - „აღმოსავლეთ საქართველოს კლდეში ნაკვეთი კომპლექსების შედარებითი ანალიზი და მათი პერსპექტივები ტურიზმში"

 

II ადგილი - მედეა კალანდია თემით - "ჩუღურეთის რაიონი. ტურისტული გზამკვლევი"

 

კონფერენციას ესწრებოდნენ  უნივერსიტეტის პროფესორები და სკოლის ადმინისტრაცია.