17 ივნისს, ტურიზმის სკოლის რიგით მერვე სასკოლო კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებისთვის სასწავლო ტური გაიმართა.
სტუდენტებმა მოინახულეს ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, 300 არაგველის მემორიალი, სნოს ციხე, დარიალის სამონასტრო კომპლექსი და გერგეტის სამება. ტურს უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, თემურ ხუციშვილი.
სასწავლო ტურს ესწრებოდა სკოლის ადმინისტრაციაც.