ტურიზმის სკოლის შიდა სასკოლო კონფერენცია

21 მაისი 2018

21 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის რიგით მერვე შიდა სასკოლო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის სკოლის სტუდენტებმა. მათ თავიანთი ნაშრომები წარმოადგინეს და საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. 

 
პირველი ადგილის მფლობელი გახდა ქეთევან კვანტალიანი, თემით: სამეგრელოს მთის რესურსები. მეორე ადგილი დაიკვა სოფიკო უშხვანმა, თემით დმანისი, ხოლო მესამე, მარიამ სვიმონიამ, თემით რაჭა.
 
კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო ბროშურები გადაეცათ. 
 
მათთვის ასევე დაგეგმილია სასწავლო ტური დაბა სტეფანწმინდის ტურისტული რესურსების უკეთ გასაცნობად.