18 მარტს, კავკასიის ტურიზმის სკოლის პირველი კურსის სტუდენტებისთვის, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორის, ლევან წიქარიშვილის ორგანიზებით ქვემო ქართლში ექსკურსია ჩატარდა.
სტუდენტებმა მოინახულეს ფიტარეთის ჯვარ-გუმბათოვანი მონასტერი, რომელიც თარიღდება მე-13 საუკუნით, მდინარე ქციის ხეობა და ხულუტის ციხე მდინარე ხრამის ხეობაში.
ლექტორმა ჩაატარა ისტორიული მიმოხილვა და ისაუბრა ხეობის და აღნიშნულ რეგიონში ტურიზმის განვითარების პოტენციალზე.