28 ოქტომბერს, კავკასიის ტურიზმის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის გაიმართა გასვლითი შემეცნებითი ლექცია ძამას ხეობაში.
სტუდენტებმა მოინახულეს ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები: ორთუბანი, მზოვრეთის მამათა მონასტერი და ბატეთის ტბა.
გასვლითი შემეცნებითი ტური ჩატარდა კომპანია „ძამა ტურის“ და ტურიზმის სკოლის ლექტორის, თეონა თაბორიძის ხელმძღვანელობით.
აღნიშნული ტური კავკასიის უნივერსიტეტმა დააფინანსა.