14 მარტს, კავკასიის ტურიზმის სკოლამ უმასპინძლა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს და ამავე უნივერსიტეტის პროფესორ, დოქტორ ტომ გიორტს, რომელიც ამავე დროს, ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორიცაა.
კავკასიის ტურიზმის სკოლის მოწვეულმა ლექტორებმა ლუკა ნამორაძემ და დავით ხუციშვილმა უცხოელი სტუმრებისთვის ჩაატარეს ლექცია თემაზე - მარკეტინგი საქართველოში, სადაც განიხილეს მარკეტინგის თანამედროვე კონცეფციები. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მარკეტინგის განვითარების რეალურ შანსებზე და მისი სრულყოფის აუცილებლობაზე.
ლექციის შემდეგ შემაჯამებელი დისკუსია გაიმართა.