ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის

29 დეკემბერი 2017

29  დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის შედეგად, თბილისის ტურისტული კომპანიების კვლევით სამუშაოებში მონაწილეობას კავკასიის უნივერსიტეტი, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად მიიღებს. კვლევის დასრულების შედეგად დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ორგანიზებული მოგზაურობის მახასიათებლებს და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები თავიანთი საქმიანობის დასაგეგმად.

 

კვლევის ფარგლებში განისაზღვრება მოგზაურების ძირითადი ბაზრები, მონახულებული და პოპულარული ადგილები, შეთავაზებული ტურების ტიპები, მათი რაოდენობა, არსებული პრობლემები და სხვა.