ვიზიტი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

1 დეკემბერი 2019

1 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტებმა, კურსის „კულტურული ტურიზმი“ ფარგლებში, მოინახულეს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

 

სტუდენტებმა დაათვალიერეს არქეოლოგიური საგანძური, ნუმიზმატიკური და შუა საუკუნეების საგანძური, ქართული კოსტიუმების და იარაღის დარბაზი და საბჭოთა ოკუპაციის დარბაზი.

 

ღონისძიებას უძღვებოდა კავკასიის ტურიზმის სკოლის ასისტენტ-პროფესორი ლევან წიქარიშვილი.

 

შემეცნებითი ღონისძიება დაფინანსებულ იქნა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ.