25 მაისს, ტურიზმის სკოლის მესამე კურსელებისთვის საგანში „ეკოტურიზმი“ მოეწყო გასვლითი ლექცია ტაბაწყურში.
ტაბაწყურის ტურზე სტუდენტებმა მოინახულეს: ქცია-ტაბწყურის აღკვეთილის შემადგენელი ნაწილი ტაბაწყურის ტბა; ასევე ეწვივნენ ტაბაწყურის პირას გაშენებულ სოფელ ტაბაწყურს და გაიარეს ახალი ინტერპრეტირებული მარშუტი, რომელიც შექმნილია განსაკურებული საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველის იხვი "გარიელის" თემატიკაზე და ემსახურება ტურისტების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას;
ასევე, ისარგებლეს ადგილობრივი მიმწოდებლების მომსახურებით, კერძოდ ნავებით გასეირნების სერვისით;
ექსკურსიის ბოლოს კი ესტუმრნენ სოფელ განძანში არსებულ კვების ობიექტს "family corner" და დააგემოვნეს ადგილობრივი კერძები.