31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, Erasmus+ ის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, ჰოლანდია (Inholland University of Applied Ssciences, Netherlands), დელეგაციას უმასპინძლა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ევან ვან ორშოტი- როტერდამის კამპუსის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისიდან, ირინა რასეინო- ბიზნესის, ფინანსებისა და სამართლის ფაკულტეტის კოორდინატორი, ვენდი რაფორსტი- პროფესორი კრეატიული ბიზნესისა და ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტიდან და პეტრა ჰოგნდორნ- შვიგიოფერი - ინტერნაციონალიზაციის მიმართულების უფროსი, ბიზნესის, ფინანსებისა და სამართლის ფაკულტეტიდან.
მობილობის ფარგლებში სხვა და სხვა ტიპის შეხვედრა დაიგეგმა, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობა და შეაფასეს განვლილი აკადემიური წელი და განხორციელებული მობილობები სტუდენტებისა და ლექტორებისათვის. ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად საჭირო აქტივობებისა და სტრატეგიის შემუშავებაზე.
ინჰოლანდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ მეწარმეობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს- რუსუდან ჩაჩანიძეს, კავკასიის ტურიზმის სკოლის დეკანს -ნინო კალანდაძეს, კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანს- იოსებ ბერიკაშვილს და ასევე პერსონალის მართვის დეპარტამენტის და კარიერული განვითარების და დასაქმების ხეშლეწყობის სამსახურის წარმომადგენლებს-ელენე ასიტაშვილს და თინიკო გიოშვილს. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კავკასიის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს ასევე შესთავაზეს საჯარო ლექცია უნივერსიტეტზე, ქვეყნის კულტურასა და ტურიზმის მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ არსებული პარტნიორობის ფარგლებში, ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში. ინჰოლანდის უნივერსიტეტი ერაზმუს+ ის კრედიტ მობილობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტტის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორია ჰოლანდიაში.