ლექცია - ქართული სატრანსპორტო ბიზნესი

1 ივნისი 2023

31 მაისს, ტურიზმის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტებისათვის, ლექცია ჩაატარა მოწვეულმა სპიკერმა - OmnesTour - ისა და Omnibus - ის CEO - მ ირაკლი კაბულაშვილმა.

 

ლექცია პანელური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: სატრანსპორტო ბიზნესი და პროცესის მენეჯმენტი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტირების პერსპექტივები და გამოწვევები, ინვესტიციების ანალიზი, კანონმდებლობა და ბიზნესის ფინანსური ანალიზი, გლობალური გამოწვევები ( ომი, პანდემია, ფინანსური კრიზისები).

 

ლექციის ბოლოს ბატონმა ირაკლიმ სტუდენტებს გაუზიარა ინფორმაცია კომპანიაში არსებული ვანასიების შესახებ და აღნიშნა, რომ აქვს სურვილი ტურიზმის სკოლასთან მჭიდრო პარტნიორობის დასაქმების მიმართულებით.

 

ლექციას ასევე უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორები: ნიკოლოზ სირაძე და ერეკლე მეფისაშვილი.