გასვლითი ლექცია წინანდალში

29 ივნისი 2023

18-19 ივნისს, ტურიზმის სკოლის საგნის „სატრანსპორტო ინდუსტრია ტურიზმშის“ ფარგლებში მოეწყო გასვლითი ლექცია სტუდენტებისთვის წინანდალში.

 

სტუდენტებმა სემესტრის განმავლობაში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და ლექტორებთან ერთად დაგეგმეს გასვლითი ტური, ჩართული იყვნენ როგორც ლოგისტიკურ კომპონენტში ასევე განთავსების საკითხში.

 

ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, დაათვალიერეს წინანდლის მამული დღის ბოლოს კი დააგემოვნეს ადგილობრივი ავთენტური კერძები და ღვინო.

 

გასვლითი ლექცია კურსის ლექტორების: ნიკოლოზ სირაძის და ერეკლეს მეფისაშვილის მხარდაჭერით გაიმართა. ტურზე ასევე იმყოფებოდნენ სკოლის დეკანი და ადმინისტრაციული დირექტორი.