ლექცია საველე პირობებში - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე

29 მაისი 2023

27 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის ლექცია საველე პირობებში - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ჩატარდა. ლექციას უძღვებოდნენ მოწვეული ლექტორები - ნიკოლოზ სირაძე და ერეკლე მეფისაშვილი.

 

სტუდენტებმა სრულფასოვნად შეისწავლეს და მონაწილეობა მიიღეს 140 ტურისტის დახვედრის პროცესში, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებების მობილიზებას, პროტოკოლის ნორმების დაცვას, სტუმრების მიღებას, მათ რეგისტრაციას, სატრანსპორტო საშუალებებში განაწილებასა და სასტუმროებში განთავსებას.

 

ლექციის პროცესში განხილული იყო პროექტის ფინანსური და მენეჯერული პროცესები.

 

სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს აეროპორტის „პრაიმ კლას“ სივრცე, სადაც ხდება განსაკუთრებული მნიშვნელობის სტუმრების ჩამოფრენა/გაფრენა.

 

„ჩვენი აზრით, მსგავსი შესაძლებლობები სტუდენტებს დაეხმარებათ პრაქტიკაში გამოიყენონ თეორიული ცოდნა,ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს  გადაწყვეტილების მიღებისას თუ რომელი მიმართულებით ურჩევნიათ მოღვაწეობა. გარდა ამისა, დამსაქმებლებისთვისაც პრიორიტეტულია კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, თეორიულ ცოდნასთან ერთად გააჩნდეთ გარკვეული პრაქტიკული ცოდნა ბიზნეს პროცესების შესახებ“ - აცხადებენ ტრანსპორტის მენეჯმენტის ლექტორები - ნიკოლოზ სირაძე და ერეკლე მეფისაშვილი.