ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის

23 მარტი 2021

23 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიზანია, ორმხმრივი თანამშრომლობის გზით ხელი შეეწყოს საქართველოს ტურიზმის მდგრად განვითარებას საგანმანათლებლო ტურიზმის მიმართულებით, ასევე ტურიზმის სკოლის სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მემორანდუმი მოიაზრებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა თუ პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება სამეცნიერო კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმდჯდომარემ, ნატალია კვაჭანტირაძემ.