16 ნოემბერს, კავკასის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის სასწავლო კურსის „ღვინის ტურიზმის“ ფარგლებში, სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის ტრენერმა ნატალია ანდრონიკაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა - ქართული ღვინისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
ლექციაზე სტუდენტებმა მოისმინეს ქართული ღვინის ისტორია და გაეცნენ ღვინის ტურიზმის მნიშვნელოვან ასპექტებს. საუბარი იყო, ასევე ქვევრის ღვინის უნიკალურობის და მსოფლიო მნიშვნელობის შესახებ. მოწვეულმა სპიკერმა ყურადღება ასევე გაამახვილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის, ტურიზმის ამ მიმართულების განვითარება.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია ტურიზმის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ლევან წიქარიშვილმა და სკოლის ადმინისტრაციამ.