ტურიზმის სკოლაში გრძელდება საჯარო ლექციების სერია, 10 დეკემბერს, მორიგი ლექცია გაიმართა ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის, ლექციის თემა იყო - სახელმწიფოს როლი ტურიზმში.
ლექციას გაუძღვა, ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ქალბატონი თამარ ყორაული.
ლექციაზე განიხილეს - ტურიზმის ტენდენციები, სახელმწიფოს ჩართულობა ამ სფეროში და ის განსახორციელებელი პროექტები, რასაც ადმინისტრაცია გეგმავს უახლოეს მომავალში.
ლექციას ესწრებოდნენ ტურიზმის სკოლის სტუდენტები და სკოლის ადმინისტრაცია.