11 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის პროფესორის გიორგი ბრეგაძის საჯარო ლექცია ჩატარდა. ლექციის თემა იყო ,,კურორტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციები, როგორც ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ბერკეტი''.
ლექციის ფარგლებში, გიორგი ბრეგაძემ ისაუბრა კურორტის სტატუსის მინიჭების პროცედურებზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე. შეფასდა, თუ როგორ შეიძლება ამ ქვეყნების გამოცდილების გაზიარებამ ხელი შეუწყოს საქართველოს ტურიზმის მდგრად განვითარებას და ტურისტული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას.
ლექციაზე ასევე განხილული იყო კურორტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კურორტებთან დაკავშირებული რეგულაციები და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივები საქართველოში.
ლექციას ესწრებოდნენ ტურიზმის სკოლის სტუდენტები, ადმინისტრაცია, პროფესორები და ამ საკითხით დაინტერესებული სხვა პირები.
კავკასიის ტურიზმის სკოლა უკვე მრავალი წელია სთავაზობს სტუდენტებს და ლექტორებს ტურიზმის სხვადასხვა თემატიკის საჯარო ლექციების ციკლს.