24 მაისს, ტურიზმის სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია თემაზე: ტურისტული სტარტაპები.
მოწვეული სპიკერი გახლდათ, ანტრეპრენერი - თიკა დუღაშვილი, რომელიც ,,ღვინის ეზო ნომერი 1’’ის დამფუძნებელია. ლექციას უძღვებოდნენ ნიკოლოზ სირაძე და ერეკლე მეფისაშვილი.
განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა:
სტარტაპი ტურიზმში;
საგრანტო პროგრამები; ბიზნეს პროცესები;
სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობა;
პიროვნების როლი;
პოზიტიური ფსიქოლოგია და სხვა.
ლექცია პანელური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.