რეგიონული კონფერენცია: ტურიზმის განვითარების პერსპექტივები აჭარასა და გურიაში

23 დეკემბერი 2017

23 დეკემბერს, ურეკში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა კიდევ ერთი რეგიონული კონფერენცია "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები აჭარაში და გურიაში", რომელზეც წარმოდგენილი იყო სტუდენტების და აღნიშნულ რეგიონში ტურიზმი განვითარებით დაინტერესებული პირების ნაშრომები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის მესამე კურსის სტუდენტმა, ლიკა ჭანტურიამ, თემით- "სათამაშო ტურიზმის პერსპექტივები აჭარის რეგიონში".

 

მონაწილეებს გადაეცათ პრიზები და სერტიფიკატები.