23 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "2019 წლის ტურისტული სეზონის შეჯამება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ: სტატისტიკა და ტენდეციები."
საჯარო ლექციას წარუძღვა მოწვეული სპიკერი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი გიორგი ბრეგაძე.
საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.