გასვლითი ტური მთაწმინდის პანთეონში

5 ნოემბერი 2022

4 ნოემბერს,  კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტებისთვის მოეწყო გასვლითი ტური მთაწმინდის პანთეონში.

 

ტური დაიწყო ქაშუეთის ტაძრიდან და საბოლოო დანიშნულების ადგილი მთაწმინდის პანთეონი გახლდათ. გასვლით ტურს ხელმძღვანელობდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - თეიმურაზ ხუციშვილი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სტუდენტებს პანთეონის, მისი მნიშვნელობის და იქ დაკრძალული მოღვაწეების შესახებ.

 

გასვლით ტურს ორგანიზება გაუწია კავკასიის ტურიზმის სკოლამ, ორგანიზების ნაწილში ჩართული იყვნენ ტურიზმის სკოლის დეკანი - დიკო კოპალეიშვილი და პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი -  თორნიკე ფურცელაძე.

 

აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის პანთეონი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ლოკაციაა თბილისში, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს. ტურს ასევე ესწრებოდა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნუგზარ სხირტლაძე.