მასტერკლასი ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის - 8000 მოსავალში

26 დეკემბერი 2022

26 დეკემბერს,  8000 მოსავალ-ში, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის სასწავლო კურსის "ღვინის ტურიზმის" ფარგლებში მასტერკლასი ჩატარდა.

 

მასტერკლასს ორგანიზება გაუწია პროგრამის ხელმძღვანელმა და ასოცირებულმა პროფესორმა ლევან წიქარიშვილმა, რომელმაც სომელიესთან ერთად სტუდენტებს გააცნო ქართული ყურძნის ტიპები, ღვინის დაწურვის მეთოდოლოგია, ღვინის დადუღება, დეგუსტაცია და ა.შ.

 

მასტერკლასი დააფინანსა კავკასიის უნივერსიტეტიმა.

სტუდენტებთან ერთად მასტერკლასს ესწრებოდა ტურიზმის სკოლის დეკანი დიკო კოპალეიშვილი.