4 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის გასვლითი ტური მოეწყო ღვინის მუზეუმში, რომელიც განხორციელდა ტურიზმის სკოლის სასწავლო კურსის „ღვინის ტურიზმის“ ფარგლებში.
სტუდენტებმა დაათვალიერეს ღვინის მუზეუმი, გაეცნენ მისი დაარსების ისტორიას, ასევე მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქართული ვაზის, ღვინის, საღვინე ჭურჭლისა და ღვინის დაყენების პროცესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმი ძველ თბილისში, ისტორიული „ქარვასლის“ შენობის ქვეშ მდებარეობს, რომელიც რამდენიმე გვირაბით თბილისის ისტორიულ შენობებს უკავშირდება.
გასვლით ტურს ორგანიზება გაუწია ტურიზმის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ლევან წიქარიშვილმა და სკოლის ადმინისტრაციამ.