ტრენინგ პროგრამა მდგრად ტურიზმსა და მომსახურების დიზაინში

10 დეკემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგების სერია მდგრადი ტურიზმისა და მომსახურების დიზაინის საფუძვლები, რომელიც განხორციელდა Erasmus+ CBHE პროექტის – ENRICHER-hubs ფარგლებში. ტრენინგები გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლისა და მწვანე ტურიზმის ჰაბის თანამშრომლობით.

 

ტრენინგების მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები მდგრადი ტურიზმის მნიშვნელოვან პრინციპებსა და თანამედროვე მომსახურების დიზაინის მიდგომებზე.

 

პროგრამის მიზანი იყო მონაწილეთა კომპეტენციების განვითარება შემდეგი მიმართულებებით:

 

  • მომხმარებელზე ორიენტირებული და მდგრადი ტურისტული პროდუქტების დაგეგმვა;
  • მომსახურების დიზაინის შექმნისა და განხორციელების ეფექტიანი გზების განსაზღვრა;
  • ტურიზმის სფეროში თანამედროვე გამოწვევებსა და საჭიროებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავება.

 

ტრენინგები ხელს უწყობს ახალგაზრდა სპეციალისტებისა და პრაქტიკოსების პროფესიონალურ განვითარებას, რომლებიც მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ როგორც მდგრადი ტურიზმის განვითარებაში, ისე ტურისტული მომსახურებების დახვეწის პროცესში.