კავკასიის ტურიზმის სკოლის ღია კარის დღე

11 იანვარი
თავად წარუძღვა. ტურიზმის სკოლა აბიტურიენტებთან განახლებული საბაკალავრო პროგრამით წარსდგა. ტურიზმის სკოლაში ჩაბარების მსურველები სკოლის პრიორიტეტებს, სასწავლო პროგრამას და სამომავლო პერსპექტივებს გაეცნენ.

აბიტურიენტებთან შეხვედრის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა. მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლამ დასაქმების სააგენტოსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გააფორმა. მემორანდუმის გაფორმების მიზანი სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმება და ტურიზმის ინდუსტრიაში განათლების ხარისხის ამაღლებაა.

მემორანდუმის გაფორმებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო, როგორც საპატიო სტუმარი.


{phocagallery view=category|categoryid=250|limitstart=0|limitcount=0}