4 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. ტურიზმის სკოლის სტუდენტებმა დაცვაზე თავიანთი ნაშრომები წარადგინეს. სამეცნიერო კვლევები ეხებოდა საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს ისეთი მიმართულებით, როგორიც არის: ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, გასტრონომიული ტურიზმი, სასტუმროები და ა.შ.
საბაკალავრო ნაშრომების დაცვას ტრადიციულად ესწრებოდნენ კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია