8 ოქტომბერს, ტურიზმის პროგრამის პირველკურსელებისთვის, გასვლითი ტური მოეწყო ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში.
სტუდენტებმა დაათვალიერეს ილია ჭავჭავაძის მემორიალური ნივთები, ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ ეპოქის შესახებ, რომელშიც ჭავჭავაძე მოღვაწეობდა.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმი 1984 წელს დაფუძნდა, მისი რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდა, რის შედეგადაც მივიღეთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მუზეუმი, რომლის მიმართ ინტერესი მზარდია.
ტურიზმის სკოლის სტუდენტებმა ორ საათიანი ექსკურსიის ფარგლებში ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს რაც მუზეუმს და ილიას მოღვაწეობას უკავშირდებოდა.
გასვლით ტურს ორგანიზება გაუწია კავკასიის ტურიზმის სკოლამ, ორგანიზების ნაწილში ჩართული იყო სკოლის დეკანი დიკო კოპალეიშვილი და პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი თორნიკე ფურცელაძე.