შეხვედრა USAID-ის და AMCHAM-ის წარმომადგენლებთან

21 დეკემბერი 2022

20 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის და  კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით,  უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში,  გაიმართა შეხვედრა ,,სასტუმროს 5 თვიანი ანაზღაურებადი ტრენინგის'  შესახებ,  USAID-ის და AMCHAM-ის წარმომადგენლებთან.

 

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სტუმარ - მასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და უზრუნველყოს კვალიფიციური პერსონალის გადამზადება შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

დაინტერესებული პირებს გააცნეს უნიკალური შესაძლებლობები, რომლიც მონაწილეებს ხელს შეუწყობთ  პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერაში.


ტრენინგის სასწავლო პროგრამა, წარმოადგენს ოქროს სტანდარტს სტუმარ - მასპინძლობის სფეროსთვის და როგორც წესი, განკუთვნილია საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების პერსონალისთვის.

პროექტის  მიზანია, გადამზადებული მონაწილეების დასაქმების ხელშეწყობა, ტრენინგის დასრულების შემდგომ ჩატარდება დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წამყვანი ორგანიზაციები. სტუდენტებს მიეცემათ საშუალება დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციულ სექტორში.