USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ ტურიზმის სკოლას ტურიზმის განათლებაში შეტანილი წვლილისთვის სერტიფიკატი გადასცა

26 თებერვალი 2024

22 თებერვალს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების პროგრამის დახურვის ღონისძიება გამართა. პანელური დისკუსიის ფარგლებში, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, განხილულ იქნა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების უპირატესობები კომპანიის ზრდისა და გაფართოებისთვის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები ბიზნესისა და საკონსულტაციო კომპანიების პერსპექტივიდან.

 

შეხვედრისას გაიცა რჩევები და რეკომენდაციები სერტიფიცირებით დაინტერესებული კომპანიებისთვის. აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით 2022 წელს მოხდა კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო პროგრამის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) TedQual-ით სერტიფიცირება.

 

ღონისძიების ბოლოს კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლას, როგორც პროგრამის ბენეფიციარს, სერტიფიკატი გადაეცა, რომლითაც აღინიშნა სკოლის მიერ შეტანილი წვლილი ტურიზმის განათლებაში.