ტურიზმის სკოლის სტუდენტის ვიზიტი ფულდას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

27 ოქტომბერი 2025

მიმდინარე წლის ივლისის თვეში კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტმა, თამარ ბაირამაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საზაფხულო პროგრამაში ფულდას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, გერმანია. 

 

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კულტურულ აქტივობებშიც, რამაც შესაძლებლობა მისცა უკეთ გაეცნო გერმანული კულტურა. სტუდენტმა ასევე მიიღო საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება, რამაც შესაძლებლობა მისცა განევითარებინა კომუნიკაციის უნარები და შეეძინა საერთაშორისო გამოცდილება. 

 

პროგრამა მოიცავდა ინტენსიურ სემინარებს, გერმანული ენის კურსებს, კულტურულ აქტივობებს და გასვლით სასწავლო ტურებს გერმანიის ქალაქებში. 

 

აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ კვლავ იგეგმება მსგავსი ტიპის აქტივობა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში,  რომელიც კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ გამორჩეული გამოცდილება.