სიახლეები

08
ოქტ
Erasmus +-ის პროექტის Enricher-Hubs ფარგლებში ტრენინგების პირველი სერია დაიწყო

მიმდინარე წლის 1-4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის დეკანი - დიკო კოპალეიშვილი, პროფესორი გიორგი ბრეგაძე, ასისტენტ-პროფესორი ნატო რობიტაშვილი და ასისტენტ-პროფესორი ნინო თიგიშვილი იმყოფებოდნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ერასმუს+ის პროექტის, Designing Green Tourism Concepts Through Learning-ის (Enricher Hub) ფარგლებში, ესწრებოდნენ ტრენინგების პირველ ციკლს.

17
ივლ
სასწავლო ვიზიტი გურიასა და სამეგრელოში

12-14 ივლისს, ტურიზმის სკოლის სტუდენტებისთვის მოეწყო გასვლითი ტური გურიასა და სამეგრელოში. ვიზიტი ორი საგნის ფარგლებში - „აგროტურიზმი“ და „მსოფლიოს ტურისტული რესურსები“ განხორციელდა.

14
ივნ
ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

10, 11 და 12 ივნისს, კავკასიის ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების ოფიციალური დაცვა გაიმართა.

06
ივნ
საჯარო ლექცია - “რამდენიმე ცნობილი ქრისტიანული ძეგლის ლოკალიზაცია თურქეთის ტერიტორიაზე“

6 ივნისს, ტურიზმის სკოლის პროფესორ თეიმურაზ ხუციშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - “რამდენიმე ცნობილი ქრისტიანული ძეგლის ლოკალიზაცია თურქეთის ტერიტორიაზე“.

06
ივნ
ტურიზმის სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის, 4 ივნისს, ჩატარდა კავკასიის ტურიზმის  სკოლის (CTS) კონფერენცია.

05
ივნ
სასწავლო ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე

მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივი პროგრამის სტუდენტები, მაისის თვეში იმყოფებოდნენ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, სადაც დაცული ტერიტორიების დირექტორმა გიორგი სულამანიძემ ჩაუტარა პრეზენტაცია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ და გააცნო დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკა, იქ არსებული ბიომრავალფეროვნება და ეკოტურისტული სერვისები.

05
ივნ
სტუდენტური კონფერენცია - „ტურისტული ადგილის განვითარება და მისი მარკეტინგული კამპანია“

5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ტურიზმის სკოლის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია - „ტურისტული ადგილის განვითარება და მისი მარკეტინგული კამპანია“- ჩატარდა.

 

03
ივნ
პარიზის სორბონის უნივერსიტეტისა და კავკასიის ტურიზმის სკოლის კონფერენცია - "ტურიზმის მიერ გამოწვეული განახლებები, ურბანიზაცია და რეფორმები - საქართველოს შემთხვევა"

30 მაისს, საფრანგეთში, პარიზის სორბონის უნივერსიტეტში (EIREST - University Paris 1 Panthéon-Sorbonne) საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კონფერენცია - "ტურიზმის მიერ გამოწვეული განახლებები, ურბანიზაცია და რეფორმები - საქართველოს შემთხვევა" - გაიმართა. 

04
აპრ
ბასიანის კულტურის ძეგლების ორენოვანი ილუსტრირებული კატალოგის გამოცემა

კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა ბასიანის კულტურის ძეგლების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ილუსტრირებული კატალოგი.

01
აპრ
საჯარო ლექცია: „მესხეთის კულტურული მემკვიდრეობა და მისი კვლევა თანამედროვეობაში“

29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ჩატარდა ტურიზმის სკოლის პროფესორის ლევან წიქარიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „მესხეთის კულტურული მემკვიდრეობა და მისი კვლევა თანამედროვეობაში“.