კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრი - CU Child Rights Center

2023 წელს, დაფუძნდა კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრი, აფილირებული პროფესორის, სამართლის დოქტორისა და გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძის ინიციატივით.

 

ცენტრმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და 2026 წელს კავკასიის უნივერსიტეტი ოფიციალურად გახდა ბავშვის უფლებათა ევროპული აკადემიური ქსელის (CREAN) სრულუფლებიანი წევრი. ცენტრი თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF), ევროპის საბჭოსთან და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებთან.

 

ცენტრი რეგულარულად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულებისა და უფლებების შესახებ, აწყობს სტუდენტურ სასწავლო ვიზიტებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში და ახორციელებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან.

 

ბავშვის უფლებათა ცენტრის ფეისბუქ გვერდი.