ბავშვის უფლებათა ევროპული აკადემიური ქსელი - Crean

ბავშვის უფლებათა ევროპული აკადემიური ქსელი (Children's Rights European Academic Network -CREAN) წარმოადგენს ბავშვის უფლებების სფეროში მომუშავე წამყვან და ყველაზე გავლენიან ევროპულ აკადემიურ პლატფორმას, რომლის მიზანია ბავშვის უფლებების შესახებ სამეცნიერო კვლევებისა და განათლების ხელშეწყობა. სამართლებრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესში CREAN აქტიურად თანამშრომლობს გაეროს და ევროკავშირის სტრუქტურებთან, ევროპის საბჭოსთან და ბავშვის უფლებების სფეროში მოქმედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

2026 წელს, კავკასიის უნივერსიტეტი ოფიციალურად გახდა ბავშვის უფლებათა ევროპული აკადემიური ქსელის - Children's Rights European Academic Network – CREAN  სრულუფლებიანი წევრი.

 

ბავშვის უფლებათა ევროპული აკადემიური ქსელი - Crean.