ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცი (ELFA)

ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცია (The European Law Faculties Association - ELFA) დაფუძნდა ევროპაში იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამართლებრივ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარებისთვის შესაბამისი პლატფორმის შექმნის გზით.

 

ELFA-ს საქმიანობის მიზანია ევროპაში იურიდიული განათლების რეფორმის პროცესის კოორდინაცია, ახალი და თანამედროვე სასწავლო მიმართულებებისა და თემატიკის დანერგვის ხელშეწყობა, ევროპის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარება და სამართლის ფაკულტეტების წარმომადგენლობა ევროპულ ინსტიტუტებთან, ეროვნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ასევე ადვოკატთა და პროკურორთა ასოციაციებთან ურთიერთობაში.

 

2011 წელს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ოფიციალურად გახდა ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის - The European Law Faculties Association (ELFA) სრულუფლებიანი წევრი.

 

ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაცი (ELFA)