ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (The European Law Students’ Association– ELSA) დაარსდა ვენაში 1981 წელს. ELSA არის მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და არასამეწარმეო იურისტ სტუდენტთა გაერთიანება, რომელიც წარმოდგენილია 43 სახელმწიფოში და აერთიანებს 60 000-მდე წევრს ევროპის მასშტაბით. ELSA თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა UN, UNESCO, WIPO, რაც ელსას წევრებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას დაესწრონ წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების სესიებს და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.
2013 წელს, კავკასიის უნივერსიტეტი ოფიციალურად გახდა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის - The European Law Students’ Association (ELSA) სრულუფლებიანი წევრი.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA)
