სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოციაცია (The International Association of Law Schools – IALS) არის კერძო, აპოლიტიკური, არაკომერციული, მოხალისეობრივი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული აკადემიური ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა მიმართულია მსოფლიოს მასშტაბით იურიდიული განათლების სფეროს განვითარებისა და მხარდაჭერისკენ.
ასოციაცია აერთიანებს 60-ზე მეტი ქვეყნის 250-ზე მეტ სამართლის სკოლასა და სამართლის მიმართულების აკადემიურ დეპარტამენტს და წარმოადგენს 12 000-ზე მეტ აკადემიურ პერსონალს. IALS-ის უმთავრეს მისიას მსოფლიოს მასშტაბით იურიდიული განათლების ხარისხისა და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ოფიციალურად გახდა სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის - The International Association of Law Schools (IALS) სრულუფლებიანი წევრი.
სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოციაცია (IALS)
