კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტებმა: თათია ჩიხლაძემ - „სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი და საგანი", ირმა კუხიანიძემ - „ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის არსებობა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების განსაზღვრისას" და გიორგი ასათიანმა - „თანამედროვე ტერორიზმი - წარმოშობის ისტორია, კლასიფიკაცია და პრევენციის საკითხები". კონფერენციაზე კავკასიის სამართლის სკოლა წარმოადგინა ასევე, ბატონმა ალექსანდრე ტვილდიანმა, რომელმაც წარადგინა მოხსენება თემაზე - „საბანკო საიდუმლოება და საკრედიტო ბიუროები, სამართლებრივი პრობლემები".
მონაწილეებს საშუალება მიეცათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
{phocagallery view=category|categoryid=740|limitstart=0|limitcount=0}