შეხვედრა იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან

11 იანვარი

18 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სახელმწიფო მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ზაზა მარუაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გოჩა ლორთქიფანიძეს შეხვდა.

 

შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მესხორაძე ესწრებოდა; კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან კი არჩილ ბორჯაძე - კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სახელმწიფო მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; ხათუნა კაკაბაძე - კავკასიის სამართლის სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დეპარტამენტის დირექტორი; მარინე მიქელაძე - კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი; გურანდა ჭელიძე - კავკასიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი.
შეხვედრაზე კავკასიის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო მმართველობის, ევროპისმცოდნეობისა და სოციალური მუშაობის საგანმანათლებლო პროგრამებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: კავკასიის უნივერსიტეტსა და იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირების და დასაქმების პერსპექტივები, სხვადასხვა ერთობლივი პროექტის განხორციელება. შეხვედრამ საქმიან და თბილ ატმოსფეროში ჩაიარა.