მასტერ-კლასი

11 იანვარი
- დავიდ ტარტერმა ექსკლუზიურად, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის, მასტერ - კლასი ჩაატარა.

2009 წლის 31 მარტს კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლას ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 25 წლიანი საადვოკატო გამოცდილების მქონე პროფესორი - დავიდ ტარტერი ეწვია. მან სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის (ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის) ექსკლუზიურად 4 ლექცია ჩაატარა. სალექციო თემატიკა შეეხებოდა ამერიკის სისხლის სამართლებრივ სისტემას, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტსა და მის გავლენას მტკიცებულებით სამართლებრივ ნორმებზე (the American criminal justice system, the use of a jury, and the effect upon rules of evidence will be discussed at the lecture). აღნიშნულ შეხვედრას სტუდენტების გარდა ესწრებოდნენ კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორ - მასწავლებლები სისხლის სამართლის მიმართულებით.