სამეცნიერო კონფერენცია “სამართალმცოდნეობა მომავალი იურისტის თვალთახედვით”

11 იანვარი
კონფერენცია სახელწოდებით ,,სამართალმცოდნეობა მომავალი იურისტის თვალთახედვით".

კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა კავკასიის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტების სამეცნიერო კვლევები თემებზე: ,,სამართალი და მორალი'', ,,არასრულწლოვანთა დანაშაული ახალგაზრდა იურისტის თვალთახედვით'', ,,სიცოცხლის უფლება – რისკები და გარანტიები'', ,,ინფორმაციული დანაშაულები, როგორც თანამედროვე სამართლის პრობლემა'', ,,ინფორმაციული ზეგავლენა'', ,,სამართლის წყარო ევროპისა და ანგლო-საქსონური სამართლის ქვეყნებში''. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და კავკასიის სამართლის სკოლის ლექტორებმა. საკონფერენციო თემები შეაფასა დამოუკიდებელმა ჟიურიმ შემდეგი შემადგენლობით: გიორგი კვერენჩხილაძე (კომისიის თავმჯდომარე); ირმა ხარშილაძე; ნუნუ კვანტალიანი; ლალი ლაზარაშვილი. ჟიურის გადაწყვეტილებით დასახელდნენ კონფერენციის გამარჯვებულები:
  • ანა კოსტავა – პირველი ადგილი თემისათვის ,,არასრულწლოვანთა დანაშაული ახალგაზრდა იურისტის თვალით''
  • ბაქარ ფალავანდიშვილი - მეორე ადგილი თემისათვის ,,სამართალი და მორალი'';
  • თამარ ხარაზიშვილი - მესამე ადგილი თემისათვის ,,სიცოცხლის უფლება – რისკები და გარანტიები'';
  • ლევან დუნდუა - მეოთხე ადგილი თემისათვის ,,ინფორმაციული დანაშაულები, როგორც თანამედროვე სამართლის პრობლემა''.