კავკასიის სამართლის სკოლის დელეგაციამ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

11 იანვარი

24-25 მაისს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილე, ასევე ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

 

კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების დელეგაციები მონაწილეობდნენ. კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ: დეკანი - ზაზა მარუაშვილი; სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი - ქეთევან ქოჩაშვილი; სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი - სოფო შენგელია; სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი - არჩილ ბორჯაძე; პროფესორები - ნინო მესხიშვილი და სოფო ასანიძე; დოქტორანტი - ირაკლი კალანდაძე.

კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამართლის სექციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. კავკასიის სამართლის სკოლის პროფესორები და დოქტორანტები: ნინო მესხიშვილი, ეკა ბესელია, სოფო ასანიძე და ირაკლი კალანდაძე მოხსენებით წარსდგნენ.