26 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა მოწვეულმა სპიკერმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მრჩეველმა მარიამ ბილიხოძემ.
ლექცია ჩატარდა კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის საადვოკატო უნარ-ჩვევების სალექციო კურსის ფარგლებში თემაზე „წარმომადგენლობა ადამიანის უფკლებათა ევროპულ სასამართლოში".