კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორის გიგა აბუსერიძის ნაშრომი SPRINGER-ში გამოქვეყნდა

31 მაისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული  ასოცირებული პროფესორის, გიგა აბუსერიძის სამეცნიერო ნაშრომი - ,,Correlation of Norms of International Law Within the Framework of the WTO Law:Conflicts Between Treaties’’ საერთაშორისო გამომცემლობა SPRINGER-ის სტატიათა კრებულში გამოქვეყნდა.

 

ნაშრომში განხილულია საერთაშორისო სამართლის ნორმათა თანაფარდობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) იურისდიქციის ფარგლებში, გაანალიზებულია სახელშეკრულებო ნორმათა კოლიზიის გადაწყვეტის საკითხი და მსო-ის დავების გადამწყვეტი ორგანოს აღსრულების  პრაქტიკა.

 

გამომცემლობა ინდექსირებულია  Scopus-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.