CSL სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

11 იანვარი
კონფერენცია საზეიმოდ გახსნენს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ.

კონფერენციის გახსნას წინ უძღვოდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება კავკასიის უნივერსიტეტსა და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტს შორის.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ:

  • კვირიკაშვილი გიორგი - აღდგენითი მართლმსაჯულება, როგორც ტრადიციული მართლმსაჯულების ალტერნატივა არასრულწლოვანთათვის. ხელმძღვანელი უჩა ბახტაძე.
  • კორახაშვილი თამარ - პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის დამზადება ან გასაღება. ხელმძღვანელი: გიორგი ასათიანი.
  • ბოლქვაძე მარიამი და ჯიშიაშვილი გვანცა - საქართველოში შვილად ასაყვანი ბავშვის უფლებათა დაცვის გზები. ხელმძღვანელი: ეკატერინე ცისკარიძე.
  • კაკუშაძე გიორგი - ზიანის ანაზღაურება ცილისწამებისთვის საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ხელმძღვანელი: სერგი ჯორბენაძე.
  • ნადირაძე ანა - ქმედების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად კვალიფიკაციის პრობლემა სამართლევბრივ სისტემაში. ხელმძღვანელი: გიორგი ასათიანი.
  • ჭიაბრიშვილი ნოდარ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების ანალიზი და შედარება ევროპულ პრაქტიკასთან. ხელმძღვანელი: ალექსანდრე ტვილდიანი.
  • მარიამ შარაძე და ბესიკ სხირტლაძე - სამართლიანობის ზოგიერთი პრობლემა. ხელმძღვანელი: გიორგი ლორია.
  • კუსრაძე სოფიო - ქრისტიანობის გავლენა რომის სამართალზე, უპირატესად რომის მემკვიდრეობითი სამართლის კონტექსტში. ხელმძღვანელი: დიმიტრი გეგენავა.
  • გოგაშვილი ნიკა და კოჭლამაზაშვილი მერაბი - საკანონმდებლო პროცესი საქართველოში (შედარებითი კვლევა გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისისა და ა.შ.შ.-ს მაგალითზე). ხელმძღვანელი: არჩილ ბორჯაძე.

კონფერენციის გამარჯვებულები მიმდინარე წლის ოქტომბერში მონაწილეობას მიიღებენ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაში.

ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:

I ადგილი - გიორგი კვირიკაშვილი
II ადგილი - ნოდარ ჭიაბრიშვილი
III ადგილი - გიორგი კაკუშაძე; ნიკა გოგაშვილი და მერაბ კოჭლამაზაშვილი



{phocagallery view=category|categoryid=814|limitstart=0|limitcount=0}