19 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები. სტუმრები შეხვდნენ CSL - ის სტუდენტებს და ესაუბრნენ სტაჟირების შესახებ, რომელსაც საქართველოს პროკურატურა 2017 წლის 15 მაისიდან 2017 წლის 28 მაისის ჩათვლით აცხადებს. წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალურად გააცნეს სტაჟირების კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ კითხვებს.