28 მარტს, კავკასიის სამართლის სკოლას სტუმრად ეწვია, JTI Caucasus-ის (Japan Tobacco International) კავკასის რეგიონში იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ჯინჭარაძე.
კომპანიის წარმომადგენელმა, მაგისტრანტებთან ისაუბრა თანამედროვე და აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი პროფესიული განვითარებისთვის.
საუბრის თემა შეეხო:
- ციფრული ერა - თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები და გამოწვევები იურიდიულ სფეროში;
- იურისტის როლის ტრანსფორმაცია თანამედროვე ბიზნესსა და სწრაფად ცვალებად გარემოში;
- იურისტის, როგორც პროფესიონალის, განვითარება და ახალი შესაძლებლობები წარმატების მისაღწევად;
- ბიზნესის მოლოდინი იურისტებისგან გლობალურ კომპანიებში.