თანამშრომლობის მემორანდუმი იურიდიული დახმარების სამსახურთან

19 თებერვალი 2022

 

18 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.

 

თანამშრომლობის მიზანია კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების დახმარება ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებასა  და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება კვალიფიციურ სპეციალისტებთან თანამშრომლობით.