3 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, სამართლის სკოლის დოქტორანტის, ირაკლი კალანდაძის, სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა.
დისერტაციის თემის სახელწოდება: ,,საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები''.
დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - ზვიად როგავა;
ოპონენტი - თამარ გვარამაძე;
ოპონენტი - ილია წიკლაური;
სადისერტაციო კოლეგიის თავმჯდომარე - ლევან მოსახლიშვილი;
კოლეგიის წევრი - გიორგი უსტიაშვილი;
კოლეგიის წევრი - გიორგი ლორია;
კოლეგიის წევრი - გრიგოლ ჩხაიძე.
ირაკლიმ წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი.