24 თებერვალს, კავკასიის სამართლის სკოლაში ღია კარის დღე გაიმართა. მომავალი სტუდენტები სამართლის სკოლის დეკანს, ადმინისტრაციას, ლექტორებს და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სკოლის პრიორიტეტებსა და სასწავლო პროგრამას გაცნობოდნენ.